среда, 9 июня 2010 г.
LGBT in wikipedia
History
Transgender actress Candis Cayne called the LGBT community "the last great minority", noting that "We can still be harassed openly" and be "called out on television."[11] Before the sexual revolution of the 1960s, there was no common non‐derogatory vocabulary for non‐heterosexuality; the closest such term, “third gender”, traces back to the 1860s but never gained wide acceptance.[12][13][14][15][16][17]
The first widely used term, homosexual, was thought to carry negative connotations and tended to be replaced by homophile in the 1950s and 1960s,[18] and subsequently gay in the 1970s.[12] As lesbians forged more public identities, the phrase “gay and lesbian” became more common.[1] The Daughters of Bilitis folded in 1970 over which direction to focus on: feminism or gay rights issues.[19] As equality was a priority for lesbian-feminists, disparity of roles between men and women or butch and femme were viewed as patriarchal. Lesbian-feminists eschewed gender role play that had been pervasive in bars, as well as the perceived chauvinism of gay men; many lesbian-feminists refused to work with gay men, or take up their causes.[20] Lesbians who held a more essentialist view that they had been born homosexual and used the descriptor "lesbian" to define sexual attraction, often considered the separatist, angry opinions of lesbian-feminists to be detrimental to the cause of gay rights.[21] This was soon followed by bisexual and transgender people also seeking recognition as legitimate categories within the larger community.[1] After the initial euphoria of the Stonewall riots wore off, starting in the late 1970s and the early 1980s, there was a change in perception; some gays and lesbians became less accepting of bisexual or transgender people.[22][23] It was thought that transgender people were acting out stereotypes and bisexuals were simply gay men or lesbian women who were afraid to come out and be honest about their identity.[22] Each community that is collectively included has struggled to develop its own identity including whether, and how to, align with other gender and sexuality-based communities at times excluding other subgroups; these conflicts continue to this day.[23] LGBT was likely first used to address the entire community by LGBT student activists who have been documented as active in the late 1960s although it is unclear how often and widespread the term may have been employed.
არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრები
რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის სექსუალური მისწრაფება პიროვნულია და არავის საქმე არაა, თუმცა მისი ორგანიზებულად გამოხატვის ფორმები, ანუ დეკლარირება მსოფლიოს მრავალ ქვეყანას თავსატეხად დაატყდა, რადგან ერთი რომელიმე დაჯგუფების უფლებებისთვის ბრძოლა, ხშირად უმრავლესობის უფლებების შელახვამდე მიდის. ამაზე კი დღეს ცოტა თუ ლაპარაკობს. აქაოდა, ადამიანის რწმენის, ორიენტაციის და არჩევნის დეკლარირებულ უფლებებს ჩირქი არ მოვცხოთო, პრაქტიკულად არავინ საუბრობს იმ არასახარბიელო შედეგებზე, რაც მსგავს ორგანიზებულ ღონისძიებებს თან ახლავს.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ზაფხული შვებულებებისა და... გეი-აღლუმების დროა. არსებობს საქალაქო, რეგიონული და მსოფლიო გეი-აღლუმები. ქართველებისთვის ეს ჯერ მხოლოდ ეკზოტიკაა. ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების აბსოლუტური უმცირესობა გეებისა და ლესბოსელთა მხრიდან საკუთარი სექსუალური საიდუმლოებების საჯაროდ გამოხატვის სურვილს, რატომღაც დემოკრატიის განმტკიცებად მიიჩნევს. უმრავლესობა კი, როცა ბოლო დროს „ლგბტ“ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი) იატაკქვეშეთიდან გამოდის, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ყველა ტრადიციული რელიგიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალიზმი დიდი ცოდვაა და მისი საჯარო დემონსტრაცია და პროპაგანდა არ შეიძლება.
დასავლეთში გეი-აღლუმები უკვე არავისთვის უცხო აღარაა. რატომ ეწყობა „ლგბტ“ მოძრაობის შოკისმომგვრელი სანახაობანი? იქნებ სექს-უმცირესობას ჩვეულებრივ მოქალაქეთა გაღიზიანების ხარჯზე არასრულფასოვნების კომპლექსისგან განთავისუფლება სურს? ნაწილობრივ ალბათ ასეა, მაგრამ საკითხი არც ისე მარტივია.
გეი-მოძრაობას საკუთარი ისტორია და მითოლოგია აქვს, ჰყავს საკუთარი წამებულები და გმირები. ზოგიერთ გეი-აღლუმს სწორედ „სიამაყის აღლუმი“ (Pride Parade) ეწოდება და ის ე. წ. „სტოუნუოლის ამბოხებების“ (Stonewall Rebellions) საპატივცემულოდ ეწყობა. „სტოუნუოლის ამბოხება“ ნიუ-იორკში გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს მოხდა. 1969 წლის 27 ივნისს კრისტოფერის ქუჩაზე მდებარე გეი-ბარ „სტოუნუოლში“ გეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რეიდზე მყოფ პოლიციელებს. პოლიცია გეებს სასტიკად გაუსწორდა. სწორედ ამ ფაქტის გასახენებლად ამერიკისა და ევროპის ბევრ ქალაქში „სიამაყის აღლუმი“ ეწყობა. გერმანიაში მას „კრისტოფერ-სტრიტის დღე“ ჰქვია.
დროთა განმავლობაში სექსუალურმა უმცირესობამ საკუთარი იდეოლოგია შეიმუშავა, რომლის მთავარი პრინციპებიც სამ პუნქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს:
1) სექსუალური ორიენტაცია ადამიანური პიროვნების ერთ-ერთი ფუნდამენტული თვისებაა;
2) ადამიანი საკუთარი პიროვნებით უნდა ამაყობდეს;
3) პიროვნებათა მრავალფეროვნება, მათ შორის სექსუალური ორიენტაციების მრავალფეროვნება, ნებისმიერი საზოგადოებისთვის პოზიტიური ფაქტორია.
„სიამაყის აღლუმები“ ამ იდეოლოგიით შეიძლება განიხილოს, ერთის მხრივ, როგორც კონსერვატული უმრავლესობის მიერ სხვადასხვა უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება და მეორეს მხრივ, როგორც ჰომოფობების წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებად. სწორედ ამიტომ შეერწყნენ გეი-საზოგადოებები ლიბერალური მიმართულების მქონე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოძრაობებს. დროთა განმავლობაში ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსსექსუალების („ლგბტ“) დაცვა დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში ადამიანთა უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განვითარების ხარისხის საზომი გახდა.
გეებმა დიდ პოლიტიკაშიც შეაბიჯეს და საკუთარი პირობებიც წამოაყენეს. მათი წარმომადგენლები და იდეოლოგები დღეს არა მარტო ცალკეული ქვეყნების მთავრობებში არიან, არამედ ევროპარლამენტის სპეციალურ ჯგუფსაც (LGBT Intergroup of the European Parliament) განაგებენ. „ცისფერ-ვარდისფერი“ პოზიცია ყველა იმ სტრუქტურაშია წარმოდგენილი, რომელიც ევროპულ დონეზე მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს. ევროპარლამენტმა ჰომოფობიის საწინააღმდეგო სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომელის მიხედვითაც სექსუალური უმცირესობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სიტყვიერი გამოსვლაც კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. შედეგად მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები, თუნდაც ჰეტეროსექსუალები, იძულებულები არიან „ლგბტ“-ს დამცველთა პოზიცია დაიკავონ.
ევროპის სულ უფრო ბევრ ქვეყანაში სექსუალურ უმცირესობებს სახელმწიფო სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობები უკავიათ. ევროკავშირის ახალი წევრები არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ბოლო წლების განმავლობაში ბალტიის ქვეყნებში სექს-უმცირესობათა აღლუმები და ფესტივალები ჩატარდა, რომლებმაც საზოგადოების უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია. მათ ეს ორგანიზებული აღლუმები „ამორალურ ღონისძიებებად“ შეაფასეს. მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. ბალტიის ეს ქვეყნები უკვე შევიდნენ ევროკავშირში, რომლის პოლიტიკა საზოგადოების ლიბერალიზაციისა და ყველანაირი უმცირესობის მხარდასაჭერადაა მიმართული. თუმცა ევროპარლამენტს ჯერ ყველაფერი არ გამოსდის. საინტერესოა ლატვიის მაგალითი.
2005 წელს რიგაში გეი-აღლუმი გაიმართა, რომელმაც ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. 2006 წელს კი რიგის დუმამ სექს-უმცირესობების ორგანიზაციას ღონისძიების Rigas Prides 2006 მოწყობის უფლება აღარ მისცა. აღნიშნული მსვლელობის ჩატარებას წინ აღუდგნენ: ლატვიის შსს მინისტრი ძინტარს იაუნჯეიკარსი, რიგის მერი აივარ აკსენოკი, აგრეთვე, ქვეყნისა და თვითმმართველობის სხვადასხვა მაღალჩინოსნები. აქციის მოწყობასთან დაკავშირებით ტრადიციული რელიგიების კონფესიათა ხელმძღვანელებმა და წარმომადგენლებმა მკვეთრი პროტესტი გამოთქვეს. აღლუმის ჩატარების საწინააღმდეგოდ რიგის მოსახლეობაში 10 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.
ბევრმა ლატვიელმა აღლუმის მოწყობის აკრძალვა გამარჯვებად ჩათვალა. ლატვიის სეიმის დეპუტატმა ქალმა, ინტა ფელდმანემ განაცხადა: „დღევანდელი გამარჯვება ჩვენი ხელისუფლებისა და რელიგიის ერთიანობის დამსახურებაა. ჩვენ ერთად დავიცავთ იმ ფასეულობებს, რაც ღმერთმა დედამიწაზე მცხოვრებთ გვიქადაგა. და ჩვენ, აქ, ლატვიაში, მთელს ევროპას ვაჩვენებთ მაგალითს და ჩვენს ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის სუბკულტურას დამკვიდრების საშუალებას არ მივცემთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ხალხის სულიერი საფუძველი მოიშლება, რასაც, რა თქმა უნდა, მისი ფიზიკური დეგრადაცია და სიკვდილი მოჰყვება“.
მაგრამ რამდენად მოახერხებს ლატვია საკუთარი სულიერი ფასეულობების დაცვას? ევროსაბჭოში სპეციალური ფონდები და პროგრამები არსებობს, რომელთა მიზანიც არატრადიციულად ორიენტირებულთა ორგანიზაციების მხარდაჭერა და მათი იდეოლოგიისა და მორალის პროპაგანდაა. ამან ყველაფერმა კი ბოლო დროს არატრადიციული ფასეულობების აგრესიული ექსპანსიის სახე მიიღო.
ნათელია, რომ სექს-უმცირესობები გაერთიანებული ევროპის პოლიტიკოსებისა და იდეოლოგებისგან დიდ მხარდაჭერას იღებენ. ისინი ხედავენ, რომ ამ ბრძოლას ჯერ-ჯერობით იგებენ. თუმცა კიდევ არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი. ასეთ სახელმწიფოებს შორისაა საქართველოც. ხოდა, როგორ იქნება საქმე? პასუხი ნათელია. ევროპის საბჭო, რომელიც ევროპის ქვეყნების უმრავლესობას მოიცავს, ერთგვარი აღმზრდელის როლში ევლინება იმ ხალხებს, რომელთაც სურვილი არა აქვთ ცოდვა ნორმად აღიარონ. ამ მხრივ ყველაზე გამოკვეთილად ადამიანთა უფლებების ევროსაბჭოს კომისარი, წარმოშობით შვედი თომას ჰამარბერგი იღწვის. სტატიაში, რომელიც მან საკუთარ საიტზე 2006 წლის ივლისში გამოაქვეყნა, აღნიშნა, რომ დადგა დრო სიტუაცია შეიცვალოს ისეთ ქვეყნებში, როგორიც ლატვია და რუსეთია, სადაც ხელისუფლება თავის თავს უფლებას აძლევს სექსუალურ უმცირესობათა მშვიდობიანი დემონსტრაციები აკრძალოს. მისი აზრით, მოქალაქეთა ჰომოფობიურ გამოვლინებებს ზოგიერთი მღვდელმსახური მხარს უჭერს. ჰამარბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპული და საერთაშორისო ნორმები საკმაოდ გამოკვეთილია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონი დისკრიმინაციისგან „ლგბტ“ ჯგუფებსაც იცავს. არ შეიძლება მათი აზრის თავისუფლად გამოხატვისა და შეკრების უფლებები შეიზღუდოს“.
ამ მცირე სტატიაში ევროსაბჭოს კონსული „ზოგადევროპულ წესებზე“ მოსაქცევ კონკრეტული მოქმედების პროგრამას აღწერს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც საყოველთაო თანასწორობის მნიშვნელობა ჯერ კიდევ „ვერ გააცნობიერეს“. თომას ჰამარბერგი დაჟინებით ითხოვს გადამოწმდეს რამდენად იზიარებს ევროპის სასამართლოს ადამიანის უფლებების სამართლებლივ პრინციპებს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების კანონმდებლობა და ხორციელდება თუ არა ეს პრინციპები პრაქტიკაში. მისივე აზრით, ამ „წმინდა საქმეში“ უდიდესია პედაგოგთა როლი, რომლებიც ვალდებულნი არიან მოსწავლეებში ჰომოფობია „ამოძირკვონ“. ჰამერბერგი გადამწყვეტ როლს, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკოსებს ანიჭებს, რომელთაც მაგალითი კანადიდან უნდა აიღონ, სადაც ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, სექსუალურ უმცირესობათა მხარდამჭერი საერთაშორისო კონფერენცია და სპორტული გეი-თამაშობები ჩატარდა.
თუმცა არსებობს ერთი ბასტიონი, ტრადიციული რელიგიების სახით, რომელიც საეჭვოა ლიბერალმა პოლიტიკოსებმა დაიპყრონ. რელიგიებისთვის ადამიანთა უფლებების ღრმადპატივსაცემი სისტემა მაშინ წყვეტს მოქმედებას, როცა ის ცოდვის მხარეს იჭერს. „უმცირესობებმა“ ეს კარგად იციან, ამიტომ ბოლო ათწლეულში ისინი ტრადიციულ ქრისტიანობასა და მსოფლიოს სხვა რელიგიებზე პირდაპირ თავდასხმებს ახორციელებენ. თუმცა დასავლეთ ევროპისა და აშშ-ს ქრისტიანული ეკლესიები ამ ცოდვის მიმართ არა მარტო ტოლერანტულები გახდნენ, არამედ გეებისა და ლესბოსელების პასტორებად და ეპისკოპოსებად ხელდასხმასაც კი ახერხებენ. ამავე დროს აკურთხებენ ე. წ. „ერთსქესოვან კავშირებსაც“. მსგავსი „ოჯახების“ მხრიდან ბავშვების აყვანასა და აღზრდასაც არ ეწინააღმდეგებიან. პროტესტანტული ეკლესიისთვის ჰომოსექსუალისტების ცხოვრების წესის „ცოდვად“ აღიარება უკვე კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. მაგალითად, ინგლისის ეკლესიამ საკითხი (ჰომოსექსუალისტთა ადგილის შესახებ საზოგადოებასა და რელიგიურ ცხოვრებაში) ჯერ კიდევ 1979 წელს განიხილა. მრავალწლიანი კვლევის შედეგები 1988 წელს ლამბეტის კონფერენციაზე წარადგინეს. შედეგად რეზოლუცია 1.10 მიიღეს. მასში ნათქვამია: „ჩვენ ვალდებულები ვართ მოვუსმინოთ ჰომოსექსუალებს, როცა ისინი საკუთარი ცხოვრების გამოცდილებას გვიზიარებენ. გვინდა დავარწმუნოთ, რომ ღმერთს ისინი უყვარს. ყველა მონათლული, მორწმუნე და რწმენაში გაძლიერებული ადამიანი, მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა, ქრისტეს სხეულის ნაწილია“. ამ გადაწყვეტილებაში „ერთსქესიან კავშირებზე“ ან ჰომოსექსუალთა ორდინაციაზე ერთი სიტყვაც კი არაა ნახსენები. მაგრამ „ლგბტ“-ების ეკლესიის წიაღში ყოფნას აღიარებს. სწორედ ამის საფუძველზე უკვე შესაძლებელია მათი კავშირების ჩვეულებრივ ოჯახებთან გათანაბრება. გეებისა და ლესბოსელების პასტორული და ეპისკოპოსური ორდინაციის საფუძველიც ავტომატურად დასტურდება.
ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლურ პროტესტანტულ ეკლესიებშიც არიან ადამიანები, რომლებმაც ანტიქრისტიანული „ახალი მორალი“ ვერ მიიღეს. ასეთ „მეამბოხეებთან“ საქმეს სწრაფად აგვარებენ. შვედეთის ლუთერანული ეკლესიის თავმა ანდერს ვეირიდმა განაცხადა, თუ ღვთისმსახური ადამიანის უფლებას დაარღვევს, ანუ თუ მღვდელი არ მოისურვებს იმსახუროს ქალ მღვდელთან ერთად ან არ აზიარებს ჰომოსექსუალისტს, პოლიციას მიმართავს.
დიდ ბრიტანეთში 2006 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს კანონები, რომლებიც მომსახურეობის ნებისმიერ სფეროში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პირების დისკრიმინაციას კრძალავს. მათ შორის ნებადართულია „ერთსქესიანი ოჯახების“ საეკლესიო კურთხევა და ზიარებაც. ანუ, თუ ანგლიკანი მღვდელი უარს იტყვის ჰომოსექსუალთა ზიარებასა და მათ შეუღლებაზე, ან ჯარიმას გადაიხდის, ან ციხეში აღმოჩნდება. პარადოქსია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დაცვის ლიბერალური გაგება სინდისის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში მოდის. გამოდის, ყველას სინდისის თვითგამოხატვის უფლება არ აქვს.
თუმცა, ვიმეორებ, არსებობენ ტრადიციული ეკლესიები, რომლებიც არასოდეს ცოდვას ნორმად არ აღიარებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დევნა დაიწყება, ან მათ განადგურებას შეეცდებიან, როგორც ეს რომის იმპერიის დროს იყო. სექსუალურ უმცირესობებს ეს გათვითცნობიერებული აქვთ და უპირველეს ყოვლისა, მორწმუნეთა შეურაცხყოფას ცდილობენ. 2006 წლის 27 მაისს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში გეი-აღლუმი მოეწყო. ამ აქციის შესახებ ერთმა რუსულმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „გეებმა კათოლიკებს ჯოჯოხეთი მოუწყვეს“. ერთ-ერთ მოედანზე, სადაც წმ. ეკატერინეს სახელობის კათოლიკური ეკლესია მდებარეობს, ჰომოსექსუალებმა და ტრანსსექსუალებმა პლატფორმა მოიტანეს, რომელზეც სტრიპტიზ-შოუ მოაწყვეს. ამის შემდეგ „ტაძარში ხმაურით შეცვივდნენ, სპირტიან სასმელს სვამდნენ და ბუნებრივ მოთხოვნილებებს პირდაპირ მთავარ შესასვლელში და ტაძრის სარდაფების ჩასასვლელებთან იკმაყოფილებდნენ“. მოსკოვის ღვთისმშობლის არქიეპარქიის თავმა, კათოლიკე არქიეპისკოპოსმა ტადეუშ კონდრუსევიჩმა ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა: „შეძრწუნებული ვარ იმით, რაც სანკტ-პეტერბურგში მოხდა. უზნეობის პროპაგანდა აღარ აკმაყოფილებთ და უკვე მორწმუნეთა უფლებებს ასე ღიად ლახავენ“.
ის, რაც პეტერბურგში მოხდა, შემთხვევითი არაა. მესამე ათასწლეულის დასაწყისიდანვე სექსუალურ უმცირესობათა მოქმედება განსაკუთრებული ანტირელიგიურობით გამოირჩევა. გეებმა „მსოფლიოს სიამაყის აღლუმის“ მოწყობა რომში გადაწყვიტეს და ეს 2000 წელს განახორციელეს კიდეც. ეტყობა მაშინ ყველამ ვერ გააცნობიერა, რისი თქმა სურდათ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს იმით, რომ საკუთარი შოუსთვის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული დედაქალაქი ამოარჩიეს. „მსოფლიოს სიამაყის მეორე აღლუმის“ მოწყობა 2005 წელს იერუსალიმში ზუსტად იმ ადგილიდან დაიგეგმა, სადაც იესო ქრისტე ჯვარს ეცვა და სადაც მსოფლიოს სამი რელიგიის აკვანი დაირწა. თუმცა სასულიერო პირთა და იერუსალიმის მერის ური ლუპოლიანსკის ხმამაღალი პროტესტის გამო, გეებს ეს გეგმა მოულოდნელად ჩაეშალათ.
მიუხედავად ამისა, საქალაქო მასშტაბის აღლუმი მაინც ჩატარდა, რადგან იერუსალიმის სასამართლომ განაჩენი გეების სასარგებლოდ გამოიტანა. ქალაქის მერი, რომელმაც აქციის აკრძალვა გაბედა, 30 000 შეკელით დაჯარიმდა და ეს თანხა მას ქალაქის გეებისა და ლესბოსელების ცენტრისთვის უნდა გადაეხადა. 2002, 2003 და 2004 წლებში „გეებისა და ლესბოსელების აღლუმი“ შედარებით მშვიდობიანად ჩატარდა. ასეთივე რეგულარობით სექს-უმცირესობათა მსვლელობები თელ-ავივშიც იმართებოდა. როგორც ჩანს, მსოფლიოს რელიგიათა წარმომადგენლები წმინდა მიწაზე მოწყობილი პირველი გეი-აღლუმების შემდეგ შოკიდან ვერ გამოვიდნენ და დიდი ხნის განმავლობაში ძალებს იკრებდნენ. ხოლო როცა გეებმა უბრალო, რიგითი ფესტივალის ნაცვლად „მსოფლიო სიამაყის მეორე აღლუმის“ მოწყობა გადაწყვიტეს, ბევრი მიხვდა, რომ ყველაფერს ამას მკვეთრად გამოხატული ანტირელიგიური ხასიათი ჰქონდა. მაშინ იერუსალიმის იუდეველთა, ქრისტიანთა და მუსლიმთა საზოგადოებებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს და ხელისუფლებას „ჰომოსექსუალისტთა დღესასწაულის“ აკრძალვისკენ მოუწოდეს. მათ განაცხადეს, რომ გეების აღლუმი, რომლის მარშრუტი მთელს ქალაქზე გადიოდა, აუცილებლად ძალადობის ტალღას ააგორებდა. ერთმა მუსლიმმა რელიგიურმა მოღვაწემ ისიც კი ივარაუდა, რომ ჰომოსექსუალთა ღონისძიება ღვთის ისეთ რისხვას გამოიწვევდა, რომელმაც ადრე ბიბლიური სოდომი დაანგრია.
მიუხედავად ყველაფრისა, „მსოფლიო სიამაყის აღლუმის“ იერუსალიმში მოწყობა 2006 წლის 10 აგვისტოს მაინც დაიგეგმა, მაგრამ ამჯერად ჰომოსექსუალთა შოუს ჩატარებას ლიბანსა და ისრაელში განვითარებულმა სამხედრო მოქმედებებმა ხელი შეუშალა. წმინდა მიწაზე საყოველთაო გეი-აღლუმის მოწყობის სურვილი ჰომოსექსუალებს ჯერ კიდევ არ განელებიათ.
„ლგბტ“-ებზე სულ უფრო ბევრ ფილმს იღებენ, წერენ სიმღერებს, რომლებშიც არაბუნებრივ „სიყვარულს“ ადიდებენ, გამოიცემა უამრავი ლიტერატურა და ხალხში ინერგება აზრი, რომ სექს-უმცირესობათა წარმომადგენლები განსაკუთრებით საყვარლები და უწყინარნი არიან. ამას ყველაფერს კი ევროპული სახელმწიფოების და თანამეგობრობის ოფიციალური ხელმძღვანელები საქმითა და სიტყვით მხარს უჭერენ. ბევრი განვითარებადი ქვეყნის განათლების სისტემაში თომას ჰამარბერგის „მეორე მცნება“ ინერგება, რომლის თანახმადაც ჰომოფობიის აღმოფხვრა სპეციალური განათლებით უნდა მოხდეს. საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა მოვლენებს არ ჩამორჩება. უკვე გაჩნდა ქართული გეი ინტერნეტ-პორტალი, „ლგბტ“-ებისთვის ყოველკვარტალური ჟურნალიც გამოიცემა, რომელიც უფასოდ ვრცელდება. საუბრობენ გეი-აღლუმის თბილისში მოწყობაზეც. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ბევრი რამ კიდევ წინ გვაქვს...
ჟურნალი „ათიანში“, მარტი, 2010 წელი